რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდის შესახებ მალე გამოცხადდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უსაფრთხოების საკითხებში წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა.
"16 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებებზე ჩვენ დაჟინებით მოვითხოვდით ყველა დისკრიმინაციული კანონის გაუქმებას და ასე გავაგრძელებთ ამას პირდაპირი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ", – განაცხადა მან.
სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი დიდი ხანია, მზად იყო კიევთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ უკრაინა უარს ამბობდა და მას ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას ევროპის ხელმძღვანელობა უშლიდა.
როგორც სერგეი ლავროვმა განაცხადა, მოლაპარაკებები ომზე უკეთესია, თუმცა კონფლიქტის წარმატებული დასრულებისთვის აუცილებელია მისი საწყისი მიზეზების აღმოფხვრა.
"მოლაპარაკებები ომზე უკეთესია, თუმცა წარმატების მისაღწევად – და ჩვენ ამის ღრმად გვჯერა – აუცილებელია კონფლიქტის საწყისი მიზეზების აღმოფხვრა, როგორც ეს არაერთხელ აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა", – განაცხადა სერგეი ლავროვმა.