რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ მოსკოვი უარს ამბობს უკრაინაში ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე, რასაც კიევის ხელისუფლება და მათი დასავლელი პარტნიორები მოითხოვენ.
"ცეცხლის შეწყვეტის იდეა და შემდეგ უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე მოლაპარაკება აღარ არის სიცოცხლისუნარიანი", - განაცხადა ლავროვმა ოთხშაბათს, 21 მაისს, ერევანში, რუსეთ-სომხურ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
"ჩვენ უკვე ვიყავით ამ ისტორიებში, აღარ გვინდა ეს", - თქვა მან და მიუთითა რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წელს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე.