საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 73 წლის კაცმა მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი 57 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ბრალდებული მალევე დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




