ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

პარასკევს, დამპრიშარდში (დუბის დეპარტამენტი) 55 წლის მამაკაცმა ყოფილი ცოლი დანა დაჭრა მათი კატის მეურვეობასთან დაკავშირებული დავის დროს. 40 წლის მსხვერპლი ფილტვის სერიოზული დაზიანებით საავადმყოფოში მოათავსეს.

მამაკაცი ყოფილი მეუღლის სახლში იმყოფებოდა, რომელსაც გასულ წელს დაშორდა. კატის მეურვეობასთან დაკავშირებით დავა სწრაფად გადაიზარდა მწვავე დაპირისპირებაში და საბოლოოდ, მამაკაცმა დასაკეცი დანა ამოიღო და ქალი დაჭრა.

ქალმა თავდაპირველად ვერ გააცნობიერა, რომ დაჭრეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეუღლე სახლიდან გააგდო, ჭრილობა შენიშნა და მეგობარ მაშველს უხმო დასახმარებლად. მაშველმა ქალს პირველადი დახმარება აღმოუჩინა და სასწრაფო გამოიძახა.

ქალს მარცხენა მხარეს რამდენიმე სანტიმეტრის სიგრძის ჭრილობა ჰქონდა, მაგრამ სასიცოცხლო უბნის დაზიანების მიუხედავად, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და, როგორც ამბობენ, ორკვირიანი მკურნალობის კურსის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდება

თავდამსხმელი პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა. მან წინააღმდეგობა არ გაუწევია და განაცხადა, რომ „არ ჰქონდა განზრახული ზიანის მიყენება ან მოკვლა“ .მამაკაცს ბრალი წაუყენეს „ყოფილ პარტნიორზე იარაღით განხორციელებულ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ თავდასხმაში“. იგი წინასწარი პატიმრობის ქვეშ იმყოფება სისხლის სამართლის სასამართლოში 7 აპრილს დაგეგმილ სასამართლო პროცესამდე. მამაკაცს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამომძიებლებმა ასევე დაკითხეს წყვილის 15 წლის ვაჟი. ის ინციდენტის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა. „France 3 Bourgogne“-ის ცნობით, დაზარალებულმა უარი თქვა საჩივრის შეტანაზე, რათა „ისედაც რთული ოჯახური სიტუაცია არ გაემწვავებინა“. ქალს მოზარდსა და კატაზე სრული მეურვეობა აქვს მინიჭებული.