8 სექტემბერს, კრივოი-როგი პოლიციის ადმინისტრაციის შენობაზე რუსული იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 52 დაშავდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლომენკომ განაცხადა: "კრივი-რიჰი. ქალაქის ცენტრი დაიბომბა. განადგურდა პოლიციის ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობა. რუსეთის დარტყმის შედეგად დაიღუპა პოლიციელი. კიდევ სამი სამართალდამცავი საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს. ისინი მძიმე მდგომარეობაში არიან, ექვსმა თანამშრომელმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო."
საგანგებო სიტუაციების სამსახურში აღნიშნეს, რომ 12:30 საათისთვის დაშავებულია 52 ადამიანი.
კრივი-რიჰის სამხედრო ადგმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ვილკულის თქმით, საავადმყოფოში 19 ადამიანია მოთავსებული, მათგან 3 საოპერაციოში მძიმე ტრავმითაა.
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა, ივან ვიგივსკიმ აღნიშნა, რომ რუსული ტერორის მორიგ აქტს "სამოქალაქო უსაფრთხოების პოლიციის ოფიცერი შეეწირა."
ქალაქში დაზიანდა 3 ადმინისტრაციული შენობა და 7 საცხოვრებელი კორპუსი, მათ შორის, მაღალსართულიანი. ავტოფარეხებში გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ტერიტორიის კვლევა გრძელდება.