13 ივნისის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალები კიევს ფრთოსანი რაკეტებით თავს დაესხნენ. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის ყველა სამიზნე გაანადგურა. ამის შესახებ კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი პოპკო ტელეგრამზე წერს.
როგორც პოპკო აღნიშნავს, მტერმა რაკეტები კასპიის ზღვის რაიონიდან ისროლა.
მისივე თქმით, კიევის გარშემო საჰაერო სივრცეში მტრის ყველა სამიზნე განადგურდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ. მსხვერპლისა და ნგრევს შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამასთან, რუსმა ოკუპანტებმა გასულ ღამეს იერიში მიიტანეს სუმის ოლქის წინააღმდეგ. ასევე, კრივი რიჰში მტრის ჭურვი ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.