ხარკოვის ოლქში რუსეთის მიერ "შაჰედის" ტიპის დრონებით იერიშის შედეგად  ორი ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან ბავშვები. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის გუბერნატორი, ოლეგ სინებუგოვი და ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი იუწყებიან. 

ტერეხოვის ინფორმაციით, ბავშვები 5-იდან 17 წლამდე ასაკის არიან.

"ოკუპანტებმა იერიშები მიიტანეს, წინასწარი ინფორმაციით, "შაჰედის" ტიპის დრონებით, ხარკოვის შევჩენკოს რაიონში". - წერდა სინებუგოვი. 

მოგვიანებით, სინებუგოვმა ხოლო დნოგორის რაიონში კიდევ ერთ იერიშზე გაავრცელა ცნობა და ასევე დაწერა, რომ რუსული დრონი შევჩენკოს რაიონში კერძო სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. 

ამასთან, ტერეხოვოს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა იერიში ექვს ადგილზე მიიტანა. დაზიანდა, მათ შორის, სავაჭრო ცენტრი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, სამედიცინო დაწესებულებები და ოფისები.