21 მარტის დილას, რუსეთმა ოდესაზე დრონებით მასიური იერიში მიიტანა.
უკრაინის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 3 მოზარდი.
"რუსეთმა კიდევ ერთხელ იერიში მიიტანა ოდესაზე. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა". – წერია უკრაინის სამაშველო სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით ქალაქში რამდენიმე ხანძრის კერა გაჩნდა, ცეცხლი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრს, მაღაზიებს, მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობას.