უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკისა და ხარკოვის ოლქების დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე ავდეევკაში დაიღუპა და ამდენივე დაშავდა.
ამასთან, მედიის ცნობით, ბოგოროდიჩნეში ქალაქის ოკუპაციის დროს მოკლულთა ცხედრების ექსჰუმაცია განხორციელდა. ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ორი ადამიანი დაიღუპა კუპიანსკში, კიდევ ერთი მოქალაქე კი ჰოსპიტალიზებულია.