რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქში, პოდოლსკის რაიონში, საჰაერო თავდაცვის სისტემამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. უწყების მტკიცებით, "ტერაქტის" შედეგად არავინ დაშავებულა.
"დღეს აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატით ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა," - ნათქვამია განცხადებაში.
"თავდასხმის" გამო, "ვნუკოვოს" აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. აღნიშნულ განცხადებას უკრაინა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.