29 მაისის ღამეს, რუსეთის ქალაქ სტავროპოლში, აფეთქების დროს, ქალაქის მერის მოადგილე, რუსეთის არმიის მაიორი ზაურ გურციევი, მოკლეს.

"სტავროპოლში, ჩეხოვის ქუჩაზე ღამის ინციდენტის შედეგად, დაიღუპა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ვეტერანი, გადაცემა "გმირების დროის" მონაწილე, ზაურ  გურციევი," - განაცხადა სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა.

მისივე თქმით, ინციდენტის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები და სპეციალური სამსახურები მუშაობენ. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გუბერნატორის თქმით, ასევე განიხილება "ტერორისტულ თავდასხმაში" "უკრაინული კვალის" ვერსია.

Telegram-ის არხის Astra-ს ცნობით,  გურციევი მარიუპოლის აღების ოპერაციის საჰაერო ნაწილს ხელმძღვანელობდა.