რუმინეთში რუსეთის დახმარებით ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს.
აღნიშნული პირების დაკავების დღეს რუმინეთმა ასევე რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშე და მისი მოადგილე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა "დიპლომატიური წესების დარღვევისთვის".
პროკურატურის განცხადების მიხედვით, დაკავებულებიდან ხუთმა კრიმინალური ჯგუფი შექმნეს, რათა ძირი გამოეთხარათ რუმინეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის.
ბრალდებაში ასევე ნახსენებია, რომ კრიმინალური ჯგუფის წევრები ხშირ კონტაქტში იყვნენ რუმინეთსა და რუსეთში დაფუძნებული უცხო ძალის წარმომადგენლებთან. პროკურატურის მიხედვით, ჯგუფს სამხედრო ტიპის სტრუქტურა ჰქონდა და ერთ-ერთი მიზანი რუმინეთში პრორუსულად განწყობილი ხელისუფლების მოყვანა და ქვეყნის NATO-დან გაყვანა იყო.