გუშინ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ისრაელის და „ჰამასის" ომთან დაკავშირებით იორდანიის მიერ არაბული ქვეყნების სახელით მომზადებული და მთლიანობაში 50-მდე ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია მიიღო.

კენჭისყრის პროცესამდე მიღწეული შეთანხმების თანახმად, რეზოლუცია მიღებულად ჩაითვლებოდა, თუ მას მხარს დამსწრეთა და კენჭისყრაში მონაწილეთა 2/3 დაუჭერდა. კენჭისყრაში 193 წევრი სახელმწიფოდან 179-მა მიიღო მონაწილეობა და რეზოლუციას მხარი ზუსტად იმდენმა დაუჭირა, რამდენის მხარდაჭერაც აუცილებელი იყო.



რეზოლუციის პროექტის კენჭისყრამდე ასამბლეამ კენჭი უყარა „ჰამასის" ტერორისტული თავდასხმების უპირობოდ უარყოფის და დაგმობის შესახებ შესწორებას, რომელიც კანადის მიერ იქნა შეთავაზებული და რომლის თანაავტორიც 36 სახელმწიფო გახდა.

შესწორებას მხარი 88 ქვეყნის დელეგაციამ დაუჭირა, 55 წინააღმდეგი იყო, 23-მა კი თავი შეიკავა და ვინაიდან მხარდამჭერთა რაოდენობა 2/3-ზე (111-ზე) ნაკლები აღმოჩნდა, არ იქნა მიღებული.

შესწორების წინააღმდეგ ხმა მისცეს შემდეგმა ქვეყნებმა:

ალჟირმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა, ბანგლადეშმა, ბელარუსმა, ბელიზმა, ბოლივიამ, ბრუნეიმ, გამბიამ, გვინეამ, გაიანამ, ეგვიპტემ, ერაყმა, ზიმბაბვემ, თურქეთმა, იემენმა, ინდონეზიამ, იორდანიამ, ირანმა, კომორებმა, კონგომ, კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, კუბამ, კუვეიტმა, ლიბანმა, ლიბიამ, მავრიტანიამ, მალაიზიამ, მალდივებმა, მალიმ, მაროკომ, ნამიბიამ, ნიკარაგუამ, ნიგერმა, ომანმა, პაკისტანმა, რუსეთმა, საუდის არაბეთმა, სამხრეთ აფრიკამ, სირიამ, სენეგალმა, სომალმა, სუდანმა, ტანზანიამ, ტაჯიკეთმა, ტუნისმა, უგანდამ, ყაზახეთმა, ყატარმა, ყირგიზეთმა, შრი-ლანკამ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ, ჩადმა, ჩინეთმა, ჩრდილოეთ კორეამ, ჯიბუტიმ,

თავის შეიკავეს:

ანგოლამ, ანტიგუა და ბარბუდამ, ბაჰამებმა, ბოცვანამ, გრენადამ, გვინეა-ბისაუმ, ეთიოპიამ, იამაიკამ, კოლუმბიამ, კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, კოტ დივუარმა, ლაოსმა, ლესოტომ, მონღოლეთმა, მოზამბიკმა, ნეპალმა, სალვადორმა, სენტ ვინსენტი და გრენადინებმა, სერბეთმა, სურინამმა, ტაილანდმა, ტოგომ, ტრინიდადი და ტობაგომ.

კენჭისყრის დროს დარბაზში არ იმყოფებოდნენ/კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ:

ავღანეთს, აზერბაიჯანს, ბენინს, ბურკინა ფასოს, ბურუნდის, გაბონს, დომინიკას, ეკვატორიალურ გვინეას, ერითრეას, ესვანტინს, ვანუატუს, ვენესუელას, ვიეტნამს, ზამბიას, კამბოჯას, კამერუნს, ლიბერიას, მადაგასკარს, მავრიტანიას, რუანდას, სენტ-კიტსი და ნევისს, სენტ-ლუისს, სამოას, სან-ტომე და პრინსიპს, სიერა ლეონეს, თურქმენეთს, უზბეკეთს.