არაბთა გაერთიანებულ საამიროებს უკრაინაში ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობა სურს, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ამის შესახებ აშშ-ს აცნობა. ამასთან, „როიტერი“ წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალურმა პირებმა ვაშინგტონს „სამშვიდობო სამიტის“ გამართვა შესთავაზეს და ასეთი სამიტი, შესაძლოა, საბოლოოდ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრასაც მოიცავდეს.

„როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ცდილობს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევაში.

თარგმანი: პირველი არხი