2023 წლის ბოლოსთვის გერმანული კონცერნი Rheinmetall უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უპილოტო სადაზვერვო სისტემა Luna NG-ს გადასცემს. ამის შესახებ გამოცემა Bild am Sonntag საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
უპილოტო კომპლექსი Luna NG შედგება სახმელეთო კონტროლის სადგურისგან რამდენიმე დრონით, კატაპულტის გამშვებით და სამხედრო სატვირთო მანქანებით.
გამოცემის ცნობით, "NG" ნიშნავს "Luna-ს" დრონის "ახალ თაობას." დრონის სხვა მოდელები უკვე მიიღო უკრაინის არმიამ.
გამოცემა წერს, რომ "Luna NG" ახლად შექმნილი უახლესი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელიც წინა მოდელებს ყველა მნიშვნელოვანი მახასიათებლით სჯობს. დრონი შეიძლება გამოიყენონ არა მხოლოდ როგორც სადაზვერვო სისტემა, არამედ შეუძლია უზრუნველყოს LTE (4G ინტერნეტი) ქსელი, მოწინააღმდეგის კომუნიკაციების დაბლოკვა ან ჩაკეტვა.
Rheinmetall-ის ვებსაიტზე გავრცელებული ინფორმაციით, ულტრა მსუბუქი ფიუზელაჟი უზრუნველყოფს დრონის ფრენის ხანგრძლივობას 12 საათზე მეტ ხანს და მონაცემთა გადაცემის 100 კმ-ზე მეტ დიაპაზონს. დრონს შეუძლია 30 ათას კვ. კმ.-ზე მეტი სივრცის დაფარვას.
უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი ადგილიდან კატაპულტის გამოყენებით. დრონის დაშვება ხდება ავტონომიურად, ქსელში დიფერენციალური GPS-ის გამოყენებით ან პარაშუტით.