გამოცემა Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრი სახლი რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას განიხილავს. 

Reuters-ის ორი წყაროს თანახმად, თეთრმა სახლმა სახელმწიფო დეპარტამენტსა და ხაზინას რუსული მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე იმ სანქციების სიის შემუშავება დაავალა, რომელთა შემსუბუქებაც არის შესაძლებელი. 

გამოცემა წერს, რომ აშშ რიგი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის, მათ შორის, ზოგიერთი რუსი ოლიგარქისთვის სანქციების მოხსნისთვის გეგმებს ადგენს.

როგორც Reuters წერს, გაურკვეველია, რა შეიძლება მოითხოვოს თეთრმა სახლმა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.