Reuters-ის ცნობით, ევროკავშირი არგენტინიდან გაზის იმპორტს განიხილავს.
გამოცემის ინფორმაციით, მხარეები აპირებენ, ხელი მოაწერონ ურთიერთგაგების მემორანდუმს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვაჭრობა არ უნდა განხორციელდეს იმ გზით, რომ ამან უარყოფითი გავლენა იქონიოს არგენტინის სამომხმარებლო საჭიროებებზე და ასევე ორივე მხარის მიზნებზე, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით.
"მონაწილეები ცდილობენ, ითანამშრომლონ არგენტინიდან ევროკავშირში
თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) სტაბილური მიწოდების თაობაზე", - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა. თუმცა, გამოცემა აქვე აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ზოგიერთი პუნქტი, შესაძლოა, გამოქვეყნებამდე შეიცვალოს.
რაც შეეხება ევროკომისიას, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპა გაზის იმპორტის ახალ წყაროებს აქტიურად ეძებს.