ჩრდილოეთ კორეამ ე.წ. კამიკაძე დრონები გამოცადა, - იუწყება Reuters.

მისივე ცნობით, ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხედროებს დრონების მასობრივი წარმოებისკენ მოუწოდა.

"დრონების სერიული წარმოება, რაც შეიძლება მალე უნდა გადავიდეს სრულმასშტაბიან მასობრივ წარმოებაში", – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.