ასეთი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩანქაის სასახლეში, ტელეარხების A Haber, ATV, A Para და A News-ის ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
თურქეთის პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, აღნიშნა, რომ მსოფლიო ენერგეტიკულ სირთულეებს განიცდის და ერდოღანმა თქვა: „ამჟამად ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ აკუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას. შესაძლოა, ბატონი პუტინი ჩამოვა 27 აპრილს, ან ჩვენ ერთად ჩავერთვებით ონლაინრეჟიმში და ვიმედოვნებ, გადავდგამთ პირველ ნაბიჯს აკუიუში".
ცნობისათვის, აკუიუს ატომური ელექტროსადგურის თურქეთის და რუსეთის მთავრობა შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე დაიწყო. 27 აპრილს აკუიუში ბირთვული საწვავის ჩატვირთვა მოხდება. აკუიუს ელექტროსადგურის მწყობრში ჩადგომის და სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ მისი წლიური გამომუშავება მიაღწევს 35 მილიარდი კილოვატსაათს, რაც თურქეთის წლიური მოხმარების 10%-ია.