ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო cnnturk ავრცელებს.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კაჰრამანმარასში მომხდარი მიწისძვრის გამო 7-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა, - წერს სააგენტო cnnturk.
უკანასკნელი მონაცემების თანახმად, დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად თურქეთში 1762 კაცი დაიღუპა და 12 068 დაშავდა, დანგრეულ შენობათა რაოდენობა კი 5606-ია. სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.
მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა სირიაშიც. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით სირიაში არანაკლებ 1000 კაცია დაღუპული