რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელი ახორციელებს ქალაქისა და მისი მოსახლეობის სრული განადგურების სტრატეგიას.
მისივე თქმით, ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა.
„ღიად ვამბობ, ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა. მივმართავ ნეთანიაჰუს, შენ გაქვს ატომური ბომბი, ბირთვული ბომბი და იმუქრები ამით, თუმცა რაც არ უნდა გქონდეს, შენი დასასრული ახლოსაა. თუ ისრაელი ასე გააგრძელებს თავის ხოცვა-ჟლეტას, ყველგან დარეგისტრირდება, რომ ეს არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც დაწყევლილია მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ერდოღანმა.