გუშინ, 15 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:00 საათზე (თბილისის დროით 22:00 საათზე), ვესტ-პალ-ბიჩიში, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალ ტრამპის გოლფ-კლუბთან სროლა მოხდა. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, ინციდენტი „მკვლელობის აშკარა მცდელობად" განიხილება.
აშშ-ის პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატი გოლფ-კლუბში იმყოფებოდა, როდესაც საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა მისგან 400-500 იარდის დაშორებით, კლუბის შემომსაზღვრელ ბუჩქებში ჩამალული კალაშნიკოვის ტიპის ავტომატიანი მამაკაცი შენიშნეს. მას ავტომატის ლულა ბუჩქებიდან გოლფ-კლუბის მიმართულებით ჰქონდა მიშვერილი. საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება, რაც ბუჩქებში ჩამალული მამაკაცისკენ ოთხჯერ, შესაძლოა, ექვსჯერ სროლაში გამოიხატა. მამაკაცი მისკენ სროლისთანავე შავი ფერის „ნისანის" ჯიპში ჩაჯდა და მიიმალა.
საიდუმლო სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი სროლის ხმის გაგონების შემდეგ ტრამპთან გაჩნდა და იგი უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს, ნაწილი კი ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაციაში ჩაერთო. შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფ მოწმეთა მიერ გადაღებული ვიდეოთი მათ ჯერ „ნისანის" ნომრები დაადგინეს, შემდეგ კი მისი გადაადგილების მიმართულება და მალე იგი ტრასაზე, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 45 მილის დაშორებით შენიშნეს ტრასაზე. მამაკაცს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, იყო მშვიდი, არ ამჟღავნებდა ემოციებს და არ უკითხავს, რატომ აკავებდნენ. პოლიცია ინფორმაციას არ ავრცელებს და უცნობია, ჰქონდა თუ არა მამაკაცს ავტომობილში რაიმე იარაღი, იმ ადგილას კი, სადაც ის ბუჩქებში იყო ჩამალული, ოპტიკურსამიზნიანი, AK-47 ტიპის ავტომატი, GoPro კამერა და ორი ზურგჩანთა კერამიკული ფილებით.
პრესის ცნობით, დაკავებული მამაკაცი, 58 წლის რაიან უესლი რუთი, ამჟამად ჰავაის შტატში ცხოვრობს. იგი წარმოშობით ჩრდილოეთ კაროლინას შტატიდანაა, სადაც მას, მოყოლებული 1990 წლიდან, ათობით კანონდარღვევა უფიქსირდება. კანონდარღვევების სია მოიცავს მოიცავს ნარკოტიკების შენახვა, მართვის მოწმობის გარეშე მართვა, ტექდათვალიერების ვადის გადაცილებას, დაზღვევის გარეშე მანქანის მართვას. გარდა ამისა, Greensboro News & Record-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუთი 2002 წელს, გზაზე გაჩერების, იარაღზე ხელის მოკიდების, გაქცევის და თავისი გადახურვის კომპანიის ოფისში ბარიკადების მოწყობის და პოლიციისთვის 3-საათიანი წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ დააკავეს.
პრესის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რუთი ჰავაიზე 2017 წელს გადავიდა. იქ მან კიდევ ერთი დააარსა კიდევ სამშენებლო კომპანია, რომელიც უსახლკაროებისთვის მარტივი ტიპის საცხოვრებელ სახლებს აშენებდა.
ის არ ჰგავს ადამიანს, რომელიც AK-47 ავტომატით შემთხვევით აღმოჩნდა ტრამპის გოლფ-კლუბთან, - ამბობს პრესასთან ინკოგნიტო ჩინოვნიკი.
პრესა აგრეთვე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რაიან რუთი 2020 წლამდე ტრამპის მხარდამჭერი იყო, 2019 წლისთვის წლის კი ჩამოშორდა რესპუბლიკელებს და დემოკრატების შემომწირველი გახდა. სოც ქსელებში, კერძოდ, ფეისბუქში არსებული პოსტების თანახმად (პრესის ცნობით, მისი ფეისბუქგვერდი ინციდენტიდან მცირე ხნის შემდეგ დახურა ადმინისტრაციამ, თუმცა ინტერნეტმომხმარებლებმა დახურვამდე არაერთი სქრინის გადაღება მოასწრეს), რაიან რუთი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ბევრს მოგზაურობდა, იმყოფებოდა უკრაინაში, ცდილობდა რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარეს საბრძოლველად მეომრების მობილიზებას (აღვნიშნავთ, რომ ზოგიერთი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, უკრაინული მხარე მის მიერ მეომრების დაქირავების ინიციატივას, სკეპტიკურად უყურებდა, რადგან მათ რიგებში რუსეთის მიერ ჩანერგილთა არსებობას უფრთხოდა - „აიპრესი") ჰქონდა კავშირი ტაივანის საზღვარგარეთულ ლეგიონთან. ყოველივე აქედან გამომდინარე, არ გამორიცხავენ რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურებთან რაიან რუთის კავშირს.
რაინ რუთის ჩასაფრების ადგილიდან გოლფის მოედანზე არსებული მეექვსე ჩაღრმავების მიდამოების ხედვა იყო შესაძლებელი. სპეცსამსახურების თანამშრომლების მიერ მის შემჩნევის და სროლის ატეხვის მომენტში თავის მეგობართან და სპონსორთან, სტივ ვიტკორგთან ერთად გოლფის თამაშით გართული ტრამპი მეხუთე ჩაღრმავებასთან იმყოფებოდა და იქედან გააცილეს გოლფის კლუბს. სოცქსელებში გამოქვეყნებულ წერილში მან მომხრეებს აუწყა, რომ უსაფრთხო ადგილად და უვნებელი იმყოფებოდა.
„ვერაფერი შემაჩერებს. მე არასოდეს დავნებდები. მე ყოველთვის მეყვარებით თქვენი მხარდაჭერის გამო. ერთიანობა. მშვიდობა. დაგლოცოთ ღმერთმა", - დაწერა მან.