უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ჩაიშალა და თუ ასე გაგრძელდა, უკრაინის სახელმწიფოებრიობა მალე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
რუსეთის დიქტატორმა ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულა, მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის ამკრძალავი მოთხოვნებია.
პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის იცავდა და ახლაც დაიცავს თავის ინტერესებს.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მეზობელ ქვეყანაში „ნაციონალისტური“ იდეები უფრო გაძლიერდა.
"ეს ნაციონალისტური ელემენტები უფრო აგრესიულები აღმოჩნდნენ და დაიწყეს მათი დღის წესრიგის დახვეწა. ამ ყველაფერმა კი დღევანდელ მდგომარეობა გამოიწვია", - თქვა პუტინმა.
მისი თქმით, რუსების დამარცხება შეუძლებელია.
„რუსების დამარცხება შეუძლებელია. მეჩვენება, რომ ეს დამოკიდებულება ერთმანეთისა და სამშობლოს მიმართ ჩვენი ხალხის სისხლშია, შეუძლებელია ასეთი ხალხის დამარცხება. და ვინც ცდილობს, გადაერთოს რაღაც უცხო ტრადიციებზე, რაღაც უცხო შიდა სიგნალებზე, ისინი მიმართავენ NATO-ს და ა.შ. ეს ის ხალხია, ვინც რაიმეს დაწყების გარეშე, უკვე დაკარგეს ყველაფერი. მათ უღალატეს წინაპრებს, ხალხს და მათ ინტერესებს“, – განაცხადა პუტინმა.