ვლადიმირ პუტინის თქმით, ოდესა "რუსული ქალაქია" და სულ ცოტათი ებრაულიც. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვალდაის სადისკუსიო კლუბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ოდესა რა თქმა უნდა რუსული ქალაქია, სულ ცოტათი ებრაულიც, როგორც დღეს ამბობენ სულ ცოტათი",- განაცხადა პუტინმა.
ვლადიმირ პუტინმა ვალდაიში ოდესა გასულ წელსაც ახსენა - დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილის კითხვაზე - თუ რა ვიზის გაფორმება იქნება საჭირო რამდენიმე წელში ოდესაში მოსახვედრად რუსეთის თუ უკრაინის პუტინმა უპასუხა, რომ ოდესა შესაძლოა კონფლიქტის გადაწყვეტის სიმბოლო ან განხეთქილების ვაშლი გახდეს.
პუტინმა ტრადიციულად დაამატა, რომ ოდესა ეკატერინე მეორეს დროს დაარსდა და რომ "უკიდურესი ნაციონალისტებიც ვერ ბედავენ მისი ძეგლის დემონტაჟს."