ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ომი არ დაუწყია, არამედ პირიქით, ცდილობს მის დასრულებას.
„მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ არ დაგვიწყია ე.წ. ომი უკრაინაში. პირიქით, ვცდილობთ მის დასრულებას. ჩვენ არ მოგვიწყვია 2014 წელს კიევში პოლიტიკური გადატრიალება, სისხლიანი და და არაკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინის კრიზისი არ არის ტერიტორიული კონფლიქტი. „მინდა ხაზი გავუსვა ამას. რუსეთი ყველაზე დიდი ქვეყანაა მსოფლიოში, უდიდესი ტერიტორიით. ჩვენ დამატებითი ტერიტორიების დაპყრობის არანაირი ინტერესი არ გვაქვს. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ავითვისოთ ციმბირი, აღმოსავლეთ ციმბირი და შორეული აღმოსავლეთი. ეს არ არის ტერიტორიული კონფლიქტი და არც რეგიონული გეოპოლიტიკური ბალანსის დამყარება“, - განაცხადა პუტინმა.