ვლადიმირ პუტინის თქმით, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის დროს დაღუპული ადამიანების ცხედრებში ყუმბარების ნამსხვრევები აღმოაჩინეს, ხოლო პრიგოჟინის ოფისში 5 კილო კოკაინი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვალდაის სადისკუსიო კლუბის გამოსვლაზე განაცხადა.
ვლადიმირ პუტინის თქმით, პრიგოჟინისა და მისი თანამოაზრეების ცხედრებში ყუმბარის ნამსხვრევების აღმოჩენის შესახებ მას საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა აცნობა.
"თვითმფრინავზე გარე გავლენა არ ყოფილა, ეს უკვე გამოძიების მიერ დადგენილი ფაქტია",- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმირ პუტინის თქმით, ცხედრებს არ ჩაუტარდათ ექსპერტიზა ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე - "თუმცა ამის გაკეთება მიზანშეწონილი იქნებოდა."
პუტინის თქმით, "ცნობილი მოვლენების" (24 ივნისის ამბოხი) შემდეგ ვაგნერის პეტერბურგის ოფისში აღმოაჩინეს არამხოლოდ 10 მილიარდი რუბლი, არამედ დიდი 5 კილოგრამი კოკაინიც.