პოლონეთის სასამართლომ რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეობის მქონე 14 პირი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო.

აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ უკრაინაში მატარებლით დახმარების გაგზავნის შეჩერება, ასევე სამხედრო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მონიტორინგი.

გამოძიების ვერსიით, აღნიშნული პირები დავალებებს Telegram-ის საშუალებით იღებდნენ, ხოლო დავალების შესრულებისთვის ანაზღაურებას კრიპტოვალუტით უხდიდნენ.

"საქმის შესწავლის შედეგად, სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ასევე დაადგინა, რომ მათგან რამდენიმე მოქმედებდა ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის ფარგლებში". – თქვა მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას.

დამნაშავეებს სასჯელის სახით 13 თვიდან 6 წლამდე პატიმრობა განესაზღვრათ.