თითქმის 7 წელია, 75 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები უფასო მედიკამენტებით სარგებლობენ. ამ პროგრამით თითქმის 4-მა მილიონმა ადამიანმა ისარგებლა ამჟამად უფასო მედიკამენტების სია მოიცავს 2046 დასახელებას, რაც უფასო სამედიცინო დახმარებით ნაწილობრივ ან მთლიანად ანაზღაურებადი წამლების თითქმის ნახევარს შეადგენს. 2016 წლიდან 2023 წლის ოთხი თვის ჩათვლით ამ პროგრამაზე 4,6 მილიარდი ზლოტია (2 მილიარდ 875 მილიონი ლარი) გახარჯული, ნათქვამია პოლონეთის ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ  საინფორმაციო ტვიტში.


მიმდინარე წლის 17 მაისს პოლონეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან გამოქვეყნებული ინტერვიუს თანახმად, პოლონეთის ხელისუფლება გეგმავს უფასო წამლების პროგრამით სარგებლობის უფლების მქონე პირთა რიცხვის 12 მილიონი გაზრდას.

ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ ადამ ნაძელსკის თქმით, პროგრამაში ~7 მილიონი ბავშვი და მოზარდი და ~5 მილიონი  65-75 წლის ასაკის ადამიანები ჩაერთვებიან. 

ყოველწლიურად უფასო მედიკამენტებით პროგრამით -800 მილიონი ზლოტი იხარჯება. პროგრამაში ახალი კატეგორიების დამატება ხარჯს ~1 მილიარდი ზლოტით გაზრდის. გარდა ამისა, ჩვენ გვსურს გავაფართოოთ უფასო მედიკამენტების ჩამონათვალი, რაც ხარჯს ~500 მილიონით გაზრდის და სულ უფასო წამლების პროგრამაზე წლიურად დაახლოებით 2,4 მილიარდი ზლოტი დაიხარჯება, - თქვა მინისტრმა და დასძინა, რომ არ გამორიცხავს  ახალი წლის დადგომამდე პროგრამაში 12 მილიონი ადამიანის ჩართვას.

ჯანმრთელობის დაცვაზე ხარჯები ყოველწლიურად იზრდება და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ იგი არ მიაღწევს მთლიანი შიდა პროდუქტის  7%-ს. წელს ეს 160 მილიარდი ზლოტი იყო ნავარაუდები, მაგრამ ინფლაციის გამო მისი კორექტირება ზრდისკენ მინიმუმ 4 მილიარდით მოხდება, - განაცხადა პოლონეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა.