პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ "ვაგნერის“ ლიდერის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან.
"ძალიან გაგვიჭირდებოდა ვინმეს დასახელება, ვინც ინტუიციურად იფიქრებდა, რომ ეს დამთხვევა იყო. ისე ხდება, რომ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი თავის ძალაუფლებისთვის საფრთხედ მიიჩნევს, ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან“, - განაცხადა ზბიგნევ რაუმ.
ცნობისთვის, 23 აგვისტოს რუსეთის ტვერის ოლქში პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” დამფუძნებელი დმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ. დაღუპულები არიან მგზავრები: სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი. ეკიპაჟის წევრები: ალექსეი ლევშინი, რუსტამ კარიმოვი და კრისტინა რასპოპოვა.