პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ავტოკოლონას პეტარდა ესროლეს, ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, დუდას ავტოკოლონამ კოლას რაიონის სოფელ კეშეტაში გაიარა, სადაც მამაკაცმა მანქანას პეტარდა ( სასიგნალო ასაფეთქებელი ჭურვი, რომელსაც უდებენ ლიანდაგზე მატარებელს - მის გასაჩერებლად მოსალოდნელი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით) ესროლა.

პოლომეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ადგილობრივ პოლიციას შეატყობინეს, რის შემდეგაც 39 წლის თავდამსხმელი დააკავეს.

მედია ამბობს, რომ დაკავებული არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.