სამტრედია  2025 წელს  ახალი საახალწლო განათებებითა  და ილუმინაციებით ხვდება. 

საზეიმო ღონისძიებაზე მოეწყო დრამერების შოუ,  პატარებისათვის ანიმაციური პერსონაჟების მონაწილეობით გაიმართა გასართობი პროგრამა, თანამედროვე და სპორტული ცეკვების ჯგუფ ,,ფანტაზიას" მიერ, მოეწყო საახალწლო ფლეშმობი.

საღამოს კულმონაცია გრანდიოზული საახალწლო კონცერტი გახლდათ. მსმენელის წინაშე ჯგუფი ,,რეგიონი" წარსდგა.

ღონისძიებას სამტრედიის მერი, დავით ბახტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. დავით ბახტაძემ  ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას დამდეგი - შობა ახალი წელი მიულოცა.  

დავით ბახტაძე -  ,,დღეს სამტრედიაში საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. სამტრედია ახალ 2025 წელს  ახალი საახალწლო განათებებითა  და ილუმინაციებით ხვდება. ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს ჩემს სამტრედიელებს და მთელ საქართველოს. მჯერა 2025 წელის კიდევ უფრო წარმატებული იქნება.''

საახალწლო კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის დღეები