საქართველოში არჩევნები ოპოზიციას რომ მოეგო, არ იქნებოდა დემონსტრაციები, არც გარე ზეწოლა, ყველა შეაქებდა ქართული დემოკრატიის „შესანიშნავ მდგომარეობას“, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებას არ იღებს ბრიუსელი, ვაშინგტონი, ბერლინი და პარიზი, ქართველმა ხალმა ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება მიიღო და მმართველ პარტიის 50%-იანი მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ეს არჩევნები ოპოზიციას რომ მოეგო, არ იქნებოდა დემონსტრაციები, არც გარე ზეწოლა. ყველა შეაქებდა ქართული დემოკრატიის „შესანიშნავ მდგომარეობას“, მაგრამ გადაწყვეტილებას არ იღებს არც ბრიუსელი, არც ვაშინგტონი, არც ბერლინი და არც პარიზი. ეს ქართველი ხალხია და ქართველმა ხალმა ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება მიიღო, მაღალი აქტივობა, მმართველი პარტიის 50%-იანი მხარდაჭერა. წერტილი. ეს დაფასებული უნდა იყოს. ჩემი პრობლემაა, რომ ეს ძალიან ზოგადია ევროპაში. იმ შემთხვევაში, თუ ლიბერალები ვერ გაიმარჯვებენ არჩევნებში, მაშინ მთელი ქვეყნის და პოლიტიკური სისტემის დემოკრატიული ბუნება დაუყოვნებლივ დგება ეჭვქვეშ. ლიბერალები თუ გაიმარჯვებენ, მაშინ ყველაფერი წესრიგშია. პატრიოტები ან კონსერვატორები თუ გაიმარჯვებენ, მაშინ დემოკრატიის ბუნება მაშინვე დგება ეჭვქვეშ, ეს სრულიად მიუღებელია.
შეხედეთ ჩვენს შემთხვევას. ჩვენ ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროკავშირში თავდასხმის ქვეშ ვიყავით. ჩვენ ფინანსური სანქციების ქვეშ ვართ იმის გამო, რომ არ ვართ მზად, ვიმოქმედოთ ლიბერალური მეინსტრიმის მიხედვით. ჩვენ ვართ კონსერვატორები, პატრიოტები. ჩვენთვის ეროვნული ინტერესი ნომერ პირველია, ჩვენთვის ოჯახი შედგება დედისგან, მამისგან და შვილებისაგან. მამაა მამაკაცი, დედა – ქალი. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ბავშვებს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზღვრებს და ჩვენ ფინანსური სანქციების ქვეშ ვართ. კიდევ ერთხელ, ოპოზიცია თუ საქართველოში მოიგებდა, ყველა გახარებული იქნებოდა საქართველოს დემოკრატიის „საოცარი ფორმის“ გამო“, – განაცხადა სიიარტომ.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.