კარგი იქნებოდა, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს ესაუბრათ, ეს ომი უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ატომური ენერგიის სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟურნალისტებმა რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების შეფასება სთხოვეს.

„მათ შეეძლოთ, კაცობრიობისთვის ბევრად დიდი სამსახური გაეწიათ, თუ ერთმანეთს შეხვდებოდნენ. ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. ცეცხლი თუ დაუყოვნებლივ არ შეწყდება და მშვიდობიანი მოლაპარაკებები არ დაიწყება, შესაძლოა, უფრო მასშტაბური პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.