"რუსთავი 2-თან" - ექსკლუზიურ ინტერვიუში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა:
- რატომ გახდა მშვიდობა მიუღებელი სიტყვა ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატიისთვის?
"ვფიქრობ, ამას ერთი მიზეზი აქვს. ეს ომი შეიძლებოდა დასრულებულიყო მისი დაწყებიდან ორ თვეში, რადგან რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, შეთანხმების პროექტით სტამბოლში 2022 წლის აპრილში. ოთხი წლის წინ. და შემდეგ ევროპელებმა როგორღაც ზეწოლა მოახდინეს, წაახალისეს თუ მისცეს ინსტრუქცია — მოდით შევარჩიოთ სწორი სიტყვა — პრეზიდენტ ზელენსკის, გადააწყვეტინეს, რომ გაეგრძელებინა ომი. მათ არ მისცეს ზელენსკის შეთანხმების დადების საშუალება. და თუ ახლა დაიდება შეთანხმება, ის აშკარად იქნება უარესი უკრაინის პერსპექტივიდან და, ასევე, უარესი შეთანხმება ევროპის პერსპექტივიდან, ვიდრე 2022 წლის აპრილში.
რატომ? იმიტომ, რომ მას შემდეგ ასიათასობით ან მილიონობით ადამიანი დაიღუპა, ბევრ მილიონ უკრაინელს მოუწია საკუთარი სახლებიდან გაქცევა. ქვეყნის ნახევარი პირდაპირი გაგებით ნანგრევებშია. ევროპული ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია. განადგურდა ევროპული ეკონომიკის ზრდის საფუძველი, რაც იყო დასავლური ტექნოლოგიებისა და იაფი რუსული ენერგიის კომბინაცია. და თუ შეთანხმება ახლა დაიდება და აშკარა გახდება, რომ ის უფრო უარესია ოთხი წლის წინანდელთან შედარებით, მაშინ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ქმნიან ომის ატმოსფეროს ევროპაში, მათი ამომრჩეველი უკვე უსიამოვნო კითხვებს დაუსვამს".
- რატომ ფიქრობს ხალხი, რომ ზელენსკის ეს პოლიტიკოსები აკონტროლებენს?
"ბევრი ადამიანი ფიქრობს ასე. იცით, ეს პოლიტიკოსები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს აღქმა რეალობად აქციონ. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტებს შორის ანკორიჯის შეხვედრის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი ვაშინგტონში მიდიოდა, ევროპელი ლიდერები მას თან ახლდნენ, როგორც "ძიძები". ეს იყო დამამცირებელი პრეზიდენტ ზელენსკისთვის. აშკარაა გარედან, რადგან ეს აჩვენებს, რომ "მომვლელები" პაციენტს მარტო არ უშვებენ. თუ ხარ სუვერენული ქვეყნის ლიდერი და სადმე ხარ მიწვეული, მაშინ თან არ მიგყავს ექვსი, ათი თუ რვა სხვა ლიდერი. შენ ხარ მიწვეული, მიდიხარ ან არ მიდიხარ. მაგრამ სხვები არ მიგყავს. ეს ძალიან ცუდად აღიქმებოდა".
- ამან გამოიწვია ომის გაგრძელება?
"ომის გაგრძელების პროცესს კი, მაგრამ არ დაეხმარა მშვიდობის დამყარების პროცესს, რადგან აშკარა იყო, რომ ის ლიდერები ზელენსკის ვაშინგტონში ახლდნენ იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინათ შეთანხმება. ჩავიდნენ იმისთვის, რომ პრეზიდენტ ტრამპს პრეზიდენტი ზელენსკი ომის დასრულების აუცილებლობაში არ დაერწმუნებინა. ევროპელები ვაშინგტონში ომის გასახანგრძლივებლად ჩავიდნენ და სამწუხაროდ, წარმატებას მიაღწიეს, რადგან ომი გაგრძელდა".
- ბატონო სიიარტო, თუ გავაანალიზებ იმას, რასაც თქვენ ამბობთ, დავინახავთ ღირებულებების ჭიდილს ევროკავშირში.
"დიახ, მართალი ხართ".










