როდესაც ორბანი თბილისში ჩამოვა, ის ისაუბრებს უნგრეთის მთავრობის სახელით და არა - ევროკავშირის, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.

"დამაზუსტებელი გზავნილი ქართველი მეგობრებისთვის: როდესაც ვიქტორ ორბანი თბილისში ჩამოვა, ის ისაუბრებს უნგრეთის მთავრობის სახელით და არა ევროკავშირის სახელით", – წერს პეტერ ფიშერი.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა.