"ორბანმა სირცხვილი დაკარგა, ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და პროსახელისუფლებო პარტიას ულოცავს", – ასე ეხმიანება უკრაინის პარლამენტის დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო უნგრეთის პრემიერ–მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ "ქართული ოცნებისთვის" "დამაჯერებელი გამარჯვების" მილოცვის ფაქტს.
Orban has lost his shame, the votes are still being counted, and he congratulates the pro-government party on its victory. https://t.co/n4JVknvR4D
— Oleksiy Goncharenko (@GoncharenkoUa) October 26, 2024
"ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას დღეს საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას. ქართველმა ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის და თავიანთი ხმა დღეს გააჟღერეს!" , - დაწერა X-ის პირად გვერდზე ორბანმა ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.