უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტისას ევროკავშირს არ წარმოადგენს, - განაცხადა, The Guardian-ის ცნობით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ესპანეთის საზოგადოებრივი რადიო RNE-თან ინტერვიუში.
"რაც არ უნდა თქვას ბატონმა ორბანმა საქართველოში ვიზიტისას, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს. კავშირის როტაციის წესით არჩეულ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაში უფლებამოსილება არ გააჩნია", - აღნიშნა ბორელმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა.