NATO ყოველდღიურად უფრო აქტიურად ერთვება უკრაინის კონფლიქტში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ამის შესახებ Reuters წერს.
"NATO მტრულად განწყობილი ორგანიზაციაა, რომელიც ამ მტრობას ყოველდღიურად ადასტურებს. ის ცდილობს, მაქსიმალურად მკაფიოდ გამოხატოს თავისი მონაწილეობა უკრაინის ირგვლივ არსებულ კონფლიქტში", – განაცხადა პესკოვმა.