კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი მიიღებს სტამბოლში უკრაინასთან გასამართ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, თუმცა, დელეგაციის წევრების ვინაობა პრეზიდენტის თანხმობის შემდეგ გასაჯაროვდება.
"ჩვენ ამას გავაკეთებთ, როდესაც ამის ინსტრუქციას მივიღებთ პრეზიდენტისგან. 15 მაისს, რუსეთის დელეგაცია უკრაინელებს სტამბოლში დაელოდება" – ამბობს პესკოვი ჟურნალისტებთან საუბრისას.