შავი ზღვა არასდრის გახდება NATO-ს ზღვა – ასე პასუხებს კრემლის პრესსპიკერი პესკოვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას.
"ეს არის საერთო ზღვა ყველა სანაპიროს მქონე სახელმწიფოსთვის, რომელიც უნდა იყოს თანამშრომლობის, ურთიერთქმედებისა და უსაფრთხოებისთვის", – აცხადებს პესკოვი.
ბუქარესტში შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ შავი ზღვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გაუარესდეს სიტუაცია, თუკი საფრთხეები იგნორირებულია.
კულება ამბობს, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის და რომ შავი ზღვა უნდა გახდეს NATO-ს ზღვა.