რუსეთში შეიარაღებული ამბოხის წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე დღემდე რჩება, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
პენტაგონის წარმომადგენელს "ვაგნერელების" ადგილმდებარეობა არ დაუზუსტებია.
"რაც შეეხება "ვაგნერელების" კონკრეტულ დისლოცირებასა და გადადისლოცირების შესაძლებლობას, ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულირებას არ ვაპირებ," - განაცხადა პატრიკ რაიდერმა.
მისივე თქმით, რუსეთში მომხდარი მოვლენების გამო აშშ-ის ჯარების განლაგებაში არავითარი ცვლილება არ მომხდარა:
"ჩვენ ვერ დავინახეთ ვერაფერი, რაც რაიმე კორექტირებას მოითხოვდა".