პარიზში Bank of America-ს ფილიალს თავს დაესხნენ. პოლიციამ ადგილზე დააკავა კაცი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით, რითაც ბანკის აფეთქება სცადა. პროკურატურა ვარაუდობს, რომ თავდასხმას პრო-ირანული, ისლამისტური დაჯგუფება - "ისლამის მარჯვენა ხელის თანამგზავრების მოძრაობა" (HAYI) ხელმძღვანელობდა.

პროკურატურის განცხადებით, დაჯგუფებამ 23 მარტს სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა პროპაგანდისტული ვიდეო, რომელიც საფრანგეთსა და ევროპაში ებრაული თემების წინააღმდეგ იყო მიმართული. მათივე თქმით, ვიდეოში პირდაპირ იყო ნახსენები Bank of America-ს პარიზის ფილიალი.

გამოძიების ფარგლებში ოთხი ეჭვმიტანილი გამოვლინდა, სამი არასრულწლოვანი და ერთი ზრდასრული.

პროკურატურის ცნობით, გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ზრდასრულმა სამი მოზარდი დაიქირავა და 500-დან 1000 ევრომდე გადაუხადა.