პაკისტანში, მატარებლის 8 ვაგონის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, 100 კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთით, ნავაბშაში მოხდა. მაშველები მატარებლის ნანგრევებში დარჩენილი მგზავრების გამოყვანას ცდილობენ, დაშავებულები კი ახლომდებარე კლინიკებში არიან გადაყვანილები.
მომხდარის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მატარებელი დასაშვები სიჩქარით მოძრაობდა.