უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არ არის.
მისივე თქმით, უნგრეთის მკაფიო პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არც კი უნდა დაიწყოს.
უკრაინამ წევრობაზე განაცხადი რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ შეიტანა. 2022 წლის ივნისში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების სამიტზე კიევს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, 8 ნოემბერს კი ევროკომისიამ წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა.