აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ნიუ-ჰემფშირში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანში აერია.
„არის ასეთი ადამიანი, ვიქტორ ორბანი, არ ვიცი, გსმენიათ თუ არა მის შესახებ, მაგრამ ის, ალბათ, არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლიდერი მსოფლიოში. ის თურქეთის ლიდერია", - განაცხადა აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას.
ამის შემდეგ კი ტრამპმა, რომელსაც უყვარს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოიხსენიოს „მძინარე ჯოს" სახელით, კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა და მიუხედავად იმისა, რომ არც უნგრეთს და არც თურქეთს რუსეთთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს, თქვა, რომ ორბანის ქვეყანა რუსეთს ესაზღვრება.
● SPOTLINE | Former US President Trump: I was very honored, there’s a man, Viktor Orbán. He’s the leader of Turkey pic.twitter.com/bW4PonBBAD
— The Spot (@Spotnewsth) October 23, 2023