დონალდ ტრამპი აშშ-ის ხელისუფლებაში თუ დაბრუნდება, ჩვენ რამდენიმე ბოთლ შამპანურს გავხსნით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ორბანის თქმით, ტრამპი გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში მშვიდობის დამყარების მეტი შანსია.
"დაუყოვნებლივ იმოქმედებს, ამიტომ ჩვენ, როგორც ევროპელმა ლიდერებმა, დრო არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ დრო არ გვექნება. ამიტომ ჯერ ინტელექტუალურად, ფილოსოფიურად, შემდეგ კი, სტრატეგიულად უნდა ვიმოქმედოთ", – განაცხადა ორბანმა.