უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგებას ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სტრასბურგში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ორბანი ამბობს, რომ აუცილებელია დიალოგი და ცეცხლის შეწყვეტა.
„უნგრეთის მიზანია, მალე მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ამ ომის მოგება ბრძოლის ველზე შეუძლებელია. უბრალოდ, შეუძლებელია. ეს ჩვენი აზრია. ამიტომ, ბრძოლის ველზე თუ ვერ იმარჯვებთ, უნდა აწარმოოთ მოლაპარაკებები, უნდა შეწყვიტოთ ცეცხლი და გადაარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. ეს არის ის, რაც გვსურს. გვინდა ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე, რადგან პირადად მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბრძოლის ველზე გამოსავალი არ არსებობს.
„ვფიქრობ, სტრატეგია, რომელსაც ჩვენ, როგორც ევროკავშირი მივყვებით, არ არის კარგი. ჩვენ არაფერს ვაჩერებთ. გვსურს, ევროკავშირის ლიდერები დავარწმუნოთ, შეცვალონ სტრატეგია უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან ეს სტრატეგია, როგორც ხედავთ, არ მუშაობს. ჩვენ გვჭირდება ახალი სტრატეგია“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა. რომელსაც "როიტერი" აქვეყნებს.