უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
“კიევში ვიყავი, ახლა მოსკოვში ვარ, გამოცდილებიდან მივხვდი, რომ პოზიციები ძალიან შორს არის ერთმანეთისგან. საჭიროა მრავალი ნაბიჯი, რომლებიც უნდა გადაიდგას ომის დასრულებასთან მიახლოების მიზნით, თუმცა ჩვენ გადავდგით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – დავამყარეთ კონტაქტი.
გავაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა. მოსკოვში იმყოფება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.