უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინა არ დათმობს საკუთარი მიწის არცერთ ნაწილს, გადატენის იარაღს და გააგრძელებს რუსული მონსტრის განადგურებას. ამის შესახებ ალექსეი დანილოვი Twitter-ზე წერს.
"სიმშვიდე და სიმტკიცე. არ აქვს მნიშვნელობა, ვის, სად და როგორ მისცეს ხმა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვენ არ შევწყვეტთ ჩვენი ქვეყნის დაცვას, არ დავთმობთ ჩვენი მიწის არცერთ ნაწილს და არ ვაპატიებთ არავის დაღუპულებსა და დაშავებულებს. ჩვენ მოვახდენთ ფოკუსირებას, გამოვიტანთ დასკვნებს, გადავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას. ყოველდღიურად, ყოველი რთული მაგრამ აუცილებელი გაკვეთილით, ჩვენ ვიზრდებით და ვძლიერდებით. ჩვენ გავიაზრეთ, რომ კაცობრიობის პროგრესის მიუხედავად, ძალა კვლავ ხდება მთავარი პრიორიტეტი და ამის გამო უკრაინის თავდაცვის ძალები ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტი, საიმედო დაზღვევა არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის მძევლებად ქცევისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ვალდებულებების შეუსრულებლობისგან. ". - თქვა დანილოვმა.
6 დეკემბერს აშშ-ს სენატში დაიბლოკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელისთვის განკუთვნილ მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარებასაც მოიცავს. მის მომდევნო განხილვაზე გატანას მხარი არ დაუჭირეს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც არ აპირებენ ფინანსების გამოყოფას ხმა მისცენ მანამ, სანამ მიგრაციის პოლიტიკისა და აშშ-მექსიკის საზღვარზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნა არ შესრულდება.
100-ადგილიან სენატში კანონპროექტის მისაღებად საჭიროა 60 ხმა. პაკეტს მხარი დაუჭირა 49 სენატორმა, 51-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
კანონპროექტი მოიცავს 50 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის, რასაც ჰუმანიტარული დახმარებაც დაემატება, ხოლო ისრაელისთვის განკუთვნილია 14-მილიარდიანი პაკეტი.