უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული ძალები დაწინაურებას განაგრძობენ.

"დღეს ჩვენი ჯარები გარკვეული მიმართულებებით დაწინაურდნენ 1-დან 3 კილომეტრამდე. ბრძოლა ფრონტის მთელ ხაზზე გრძელდება", – განაცხადა მან. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდნენ.

15 აგვისტოს უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში 82 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.